Performance

Monthly Listeners

Current

Followers

Current

Streams

Current

Tracks

Current

Popularity

Current

Top Releases

View All

საკვარტეტო პი�...

Sentimentaluri Tango

ჩემო თბილისო

Biography

ვაჟა აზარაშვილი დაიბადა 1936 წლის, 13 ივლისს ქალაქ თბილისში, იგი გახლავთ ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე. ვაჟა აზარაშვილის შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, მიუზიკლი და საესტრადო. მთელი თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე ვაჟა აზარაშვილი ნაყოფიერად მუშაობდა საესტრადო მუსიკის სფეროში. კომპოზიტორმა მრავალი სიმღერა მიუძღვნა მშობლიურ თბილისს. მისი ცნობილი ნამუშევრებია: „დინამო, დინამო!“, „წინ, ტორპედო!“, „გიხაროდეს, კაპიტან!“, „გურია“, „თბილისური ლირიკული", „სიმღერა თბილისზე“, „სიმღერა მეტეხზე“, „თბილისელი გოგონები“, „ბალადა სიყვარულზე“, „მუსიკა“, „დღეები მიდიან“, „პატარა გოგო“, „მზე ჩემი მეგობარია“, „ისევ წვიმს“, „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“, „სიზმარივით გამიფრინდნენ წლები“. კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვლალა 2024 წლის 7 თებერვლას